ჰორმუზის სრუტეში კონფლიქტის გამწვავების გამო მსოფლიოში ნავთობის ფასები კვლავ გაიზარდა და ერთი ბარელი 84.87 აშშ დოლარი გახდა
ჰორმუზის სრუტეში კონფლიქტის გამწვავების გამო მსოფლიოში ნავთობის ფასები კვლავ გაიზარდა.
მედიის ცნობით, ბრენტის მარკის ნავთობის ფასი ერთ ბარელზე 1.9%-ით გაიზარდა და 84.87 აშშ დოლარი შეადგინა, რაც შეეხება აშშ-ში ნავთობის ფასს, ის 2%-ით გაიზარდა და 79.75 აშშ დოლარს მიაღწია.
მედიის ცნობით, ნავთობის ფასის ზრდას აშშ-ირანის კონფლიქტის განახლება და ახლო აღმოსავლეთში განხორციელებულ იერიშები განაპირობებს.
როგორც „ბიბისი“ წერს, ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე რეკორდულ 120 აშშ დოლარს აპრილის ბოლოს მიაღწია.