ჰონკონგში სექტემბრიდან კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება დაიწყება
Hong Kong Chief Executive Carrie Lam, wearing a protective mask, attends a news conference on the global outbreak of the coronavirus disease (COVID-19) in Hong Kong, China August 21, 2020. REUTERS/Tyrone Siu
ჰონკონგში პირველი სექტემბრიდან კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება დაიწყება.
ქვყანაში ტესტირება ჩინეთის ჯანდაცვის 60 მუშაკის დახმარებით ჩატარდება.
„როიტერის“ ინფორმაციით, პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩინეთი ჰონკონგს კორონავირუსთან გამკლავების პროცედურებში ეხმარება.
ჰონკონგის ლიდერის, კერი ლამის თქმით, ტესტირებები ნებაყოფლობითი იქნება და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
როგორც „როიტერი“ წერს, ჰონკონგში ივლისის დასაწყისში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატება დაფიქსირდა, თუმცა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ინფიცირების რაოდენობამ ისევ იკლო.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ჰონკონგში კორონავირუსით 4,600 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 75 გარდაიცვალა.