ჰონგ კონგში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 65 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პიკის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

14:50, 27.03.2020

ჰონგ კონგში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 65 შემთხვევა დაფიქსირდა. პიკის შემდეგ ეს ჰონგ კონგში გამოვლენილი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 65 ახალი შემთხვევიდან 41-ს ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ინფიცირებულთა ნაწილი ჰონგ კონგში ბრიტანეთიდან, ნაწილი კი, პორტუგალიიდან ჩავიდა.

ჰონგ კონგში „კოვიდ-19“-ის 518 შემთხვევა არის დადასტურებული. მათგან 338 ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება, ოთხი კი, კრიტიკულ მდგომარეობაშია.

მსგავსი