ჰონგკონგში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჰონგკონგში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჰონგკონგში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 19-დან 14 ადგილობრივი გადაცემის შედეგია, ხუთი შემთხვევა კი, იმპორტირებულია.

სიენენისინფორმაციით, ჰონგკონგში კარანტინის გამკაცრებული წესები დღეს ამოქმედდა. ახალი რეგულაციებით, მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩასულმა მგზავრებმა ჰონგკონგში „კოვიდ-19“-ზე ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევში, 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

ასევე, გამკაცრდა შეზღუდვები სახალხო შეკრებებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებთან დაკავშირებით.
ახალი რეგულაციებით, მხოლოდ ოთხი ადამიანის ერთად შეკრება არის დაშვებული. ასევე, ბარებსა და რესტორნებშიც ერთ მაგიდასთან მხოლოდ ოთხი ადამიანი დაიშვება.

ადგილობრივმა მთავრობამ შეზღუდვების გამკაცრების გადაწყვეტილება ჰოგნკონგში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ხელახალი მატების ფონზე მიიღო. ჯანდაცვის უწყების განცხადებით, გაიზრდება ტესტირების მასშტაბებიც, თუმცა პრიორიტეტი სიმპტომებიან პაციენტებს მიენიჭება.

ჰონგკონგში „კოვიდ-19“-ის 1 588 შემთხვევა არის დაფიქსირებული, მათ შორის ცხრა პაციენტი გარდაიცვალა

სიენენის“ ინფორმაციით, ჰონგკონგში ახლა „კოვიდ-19“-ის მესამე ტალღაა, რომლის დროსაც ინფიცირების 236 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 83 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.