ჰონგ კონგში შეტაკებების შედეგად 17 ადამიანი დაშავდა
ჰონგ კონგში შეტაკებების შედეგად 17 ადამიანი დაშავდა

ჰონგ კონგში შეტაკებების შედეგად 17 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ჰოსპიტალიზებულები არიან. მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

გუშინ ჰონგ კონგში გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია 200 ადამიანი.

ჰონგ კონგში დემონსტრაციები უკვე რამდენიმე თვეა იმართება. მასშტაბური მანიფესტაციების წევრები თავდაპირველად ექსტრადირების შესახებ არსებული კანონპროექტის წინააღმდე გამოდიოდნენ. ახლა აქტივისტები დემოკრატიული რეფორმების გატარებას ითხოვენ.