ჰონგ კონგში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

00:12, 10.06.2019

ჰონგ კონგში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. მასშტაბური საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის შტურმი სცადეს, რა დროსაც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები.

დემონსტრანტები ექსტრადირების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც ჩინეთის ხელისუფლების მიერ ძებნილი ეჭვმიტანილების გადაცემას ითვალისწინებს. შესაბამისი კანონპროექტის განხილვას ჰონგ კონგის საკანონმდებლო საბჭო 12 ივნისს იწყებს.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორების მონაცემებით, მანიფესტაციაში მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

მსგავსი