ჰონკონგში ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად 77 ადამიანი დაშავდა

11:04, 30.07.2019

ჰონკონგში ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად 77 ადამიანი დაშავდა. ინციდენტი გამთენიისას მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების 25 და 15 სახანძრო ეკიპაჟი.

მგზავრთა უმეტესობას უმნიშვნელო დაზიანება აქვს მიღებული, თუმცა რამდენიმე პირის მდგომარეობა მძიმეა.

რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა, ჯერ უცნობია.

მსგავსი