ჰონგ კონგში მთავრობის საწინააღმდეგო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
ჰონგ კონგში მთავრობის საწინააღმდეგო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

ჰონგ კონგში მთავრობის საწინააღმდეგო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. აქციის ერთი ჯგუფის დაშლის შემდეგ, დემონსტრანტები გადაჯგუფებას ქალაქის სხვა რაიონში ახდენდნენ.

ჰონგ კონგში პოლიციას და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა. „როიტერი“ წერს, რომ მასობრივი არეულობა ჩინეთის ცენტრალურ ხელისუფლებას სერიოზულ გამოწვევებს უქმნის.

ჰონგ კონგში საპროტესტო აქციის მონაწილეები ადგილობრივი მთავრობის მიერ მომზადებულ დეპორტაციის კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც მძიმე დანაშაულებში ბრალდებულების კონტინენტურ ჩინეთში გაგზავნას ითვალისწინებს.