ჰონკონგში მეტროს მუშაობა ნაწილობრივ აღდგა
ჰონკონგში მეტროს მუშაობა ნაწილობრივ აღდგა

ჰონკონგში მეტროს მუშაობა ნაწილობრივ აღდგა. მეტროსადგურების უმეტესობა დახურული იქნება, რადგან იმდენადაა დაზიანებული, რომ სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს. ინფორმაციას ამის შესახებ ჰონკონგის სარკინიგზო სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

მეტროს მუშაობა პარასკევს გამართული მასშტაბური აქციის შემდეგ შეჩერდა. დემონსტრანტები მთავრობის ახალ შეზღუდვას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც ჰონკონგში ნიღბების ტარება აიკრძალა. კანონის დარღვევის შემთხვევაში, სასჯელი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ან 3 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმაა.