ჰონკონგში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ჰონკონგში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ჰონკონგში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამგვარად, ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ  427 შეადგინა. აქედან ერთი ადამიანი გარდაცვლილია ფილიპინებში.

ამასთან, ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 20 ათასს აჭარბებს. 151 შემთხვევაა გამოვლენილი მსოფლიოს კიდევ 23 ქვეყანაში.

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.