ჰონგ კონგში კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო ყველა სკოლა დაიკეტება
ჰონგ კონგში კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო ყველა სკოლა დაიკეტება

ჰონგ კონგში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატების გამო ყველა სკოლას დაკეტავენ.

როგორც ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, ქალაქში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. განათლების მდივნის, კევინ იონგმის თქმით, ახალი შემთხვევები ნაწილობრივ სკოლებსა და მოსწავლეებს უკავშირდება.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ჰონგ კონგში მეორე დღეა, ინფიცირების ახალი შემთხვევები მატულობს.

ჰონგ კონგში სკოლების ნაწილი თებერვლიდან დახურულია, თუმცა ადგილობრივი მთავრობის ახალი ბრძანებით, ორშაბათიდან ყველა სკოლა დაიკეტება და საზაფხულო არდადეგები ვადაზე ადრე დაიწყება.