ჰონკონგში კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

14:58, 20.03.2020

ჰონკონგში „კოვიდ-19“-ის 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული მონაცემები ჰონკონგისთვის ერთ დღეში დაფიქსირებული ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

ახალი 48 შემთხვევიდან 36-ს სამოგზაურო ისტორია აქვს.

ჰონკონგში „კოვიდ-19“-ის 208 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსით ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი