ჰონგ-კონგში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ მორიგი დემონსტრაცია იმართება
ჰონგ-კონგში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ მორიგი დემონსტრაცია იმართება

ჰონგ-კონგში ათი ათასობით ადამიანი კვლავ ანტისამთავრობო დემონსტრაციას მართავს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვენ ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტის ადგილობრივი პარლამენტიდან გამოთხოვას, დემოკრატიული რეფორმების გატარებას და ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის უფროსის, კერი ლამის გადადგომას.

ივლისის დასაწყისში კერი ლამმა განაცხადა, რომ ჩინეთში ექსტრადირების გამარტივების შესახებ კანონპროექტი „მკვდარია“, თუმცა ამის მიუხედავად, მას პარლამენტიდან დოკუმენტი უკან არ გაუწვევია.

საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნული კანონპროექტის წარდგენას ჰონგ-კონგში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.