ჰონგ კონგში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა, არიან დაშავებულები
ჰონგ კონგში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა, არიან დაშავებულები

ჩინეთის ეროვნულ დღესასწაულზე ჰონგ კონგში დემონსტრაციებზე შეტაკებები მოხდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დემონსტრანტები პოლიციის მიმართულებით ხელნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს ისვროდნენ. სამართალდამცველებმა კი, მათ გასანეიტრალებლად ცრელმსადენი აირი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, რა დროსაც 15-მდე ადამიანი დაშავდა. სოციალურ ქსელში კი, გავრცელდა ვიდეომასალა, რომლის თანახმადაც პოლიცია დემონსტრანტების მიმართულებით ცეცხლსასროლ იარაღს ისვრის. დაუდასტურებელი ცნობებით, ერთი აქტივისტი ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში დაიჭრა.

როგორც აქტივისტები აცხადებენ, ამჯერად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების იუბილესთან დაკავშირებით, ოფიციალური პეკინის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც პირველ ოქტომბერს დემონსტრაციების გამართვა აიკრძალა.

აღსანიშნავია, რომ დღეს ჩინეთში სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 70-ე წლისთავს აღნიშნავენ. 1949 წლის პირველ ოქტომბერს კომუნისტებმა სამოქალაქო ომში გაიმარჯვეს და ჩინეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარემ, მაო ძედუნმა ახალი სახელმწიფოს დაარსების შესახებ განაცხადა.