ჰონგ კონგში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მორიგი შეტაკება მოხდა
ჰონგ კონგში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მორიგი შეტაკება მოხდა

ჰონგ კონგში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მორიგი შეტაკება მოხდა.

​სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოში ასევე ჩანს, რომ რამდენიმე პოლიციელი მომიტინგეებს რეზინის ხელკეტებით სცემს. დემონსტრანტებმა კი, პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილები“ და აგურები ესროლეს. შედეგად, დაშავებულები ორივე მხარეს არიან.

ჰონგ კონგში საპროტესტო აქციები უკვე მეცხრე კვირაა არ წყდება. დემონსტრაციები ექსტრადიციის შესახებ სადავო კანონპროექტის წარდგენას მოჰყვა. ამჯერად მომიტინგეები ჰონგ კონგის მეთაურის გადადგომას ითხოვენ.