ჰონგ კონგში დემონსტრანტებმა გაერთიანებულ სამეფოს დახმარება სთხოვეს
ჰონგ კონგში დემონსტრანტებმა გაერთიანებულ სამეფოს დახმარება სთხოვეს

ჰონგ კონგში დემონსტრანტებმა გაერთიანებულ სამეფოს დახმარება სთხოვეს. ათასობით მომიტინგე, რომლებსაც ქოლგები ეჭირათ ხელში, ბრიტანეთის საკონსულოსთან შეიკრიბა და ბრიტანეთის დედოფლისადმი მიძღვნილი სიმღერა შეასრულა. დემონსტრანტებმა მოუწოდეს ლონდონს, ყოფილ კოლონიაში, დემოკრატიისა და თავისუფლების დაცა უზრუნველყოს.

შეგახსენებთ, რომ ჰონგ კონგი 1997 წელს გადავიდა ჩინეთის მმართველობაში. აღნიშნულ დოკუმენტში, რომელსაც დიდი ბრიტანეთიც აწერს ხელს, ნათქვამია, რომ კუნძულზე მოქალაქეთა უფლებები დაცული უნდა იყოს.

ჰონგ კონგში საპროტესტო აქციები ივნისის შემდეგ არ წყდება. აქციის მონაწილეები ჩინეთის ხელისუფლებას ზეწოლაში და კუნძულის სტატუსის შეცვლის მცდელობაში ადანაშაულებენ, რასაც პეკინი უარყოფს.