ჰონგ კონგში დაგეგმილი დემონსტრაციის გამო სასწავლო დაწესებულებები დაიხურა

10:52, 14.11.2019

ჰონგ კონგში ბოლო ანტისამთავრობო დემონსტრაციის დროს 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათ შორის, სულ მცირე ორი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.

დემონსტრაცია ჰონგ კონგში დღესაც იმართება, რის გამოც დაიხურა სასწავლო დაწესებულებები.

ჰონგ კონგში საპროტესტო გამოსვლები უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. დემონსტრაციის მონაწილეები ჰონგ კონგზე ჩინეთის მხრიდან არსებული გავლენით არიან უკმაყოფილოები. აქტივისტები თავისუფალ არჩევნებს, დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან გამოყენებული ძალის დამოუკიდებელ გამოძიებას, 2000-ზე მეტი დაკავებული აქტივისტის გათავისუფლებასა და ჰონკონგის ლიდერ კერი ლამის გადადგომას ითხოვენ.

მსგავსი