ჰონგ კონგში ბოლო 24 საათში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

11:36, 20.04.2020

ჰონგ კონგში ბოლო 24 საათში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. ბოლოს ასეთი შემთხვევა ქვეყანაში 5 მარტს დაფიქსირდა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ჰონგ კონგში კორონავირუსის 1026 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი. ვირუსისგან 602 ადამიანი განიკურნა.

ჰონგ კონგში დახურულია ბარები, პაბები, კლუბები, ასევე სპორტული დარბაზები, სილამაზის სალონები და სავაჭრო ცენტრები.

მსგავსი