ჰონგ კონგში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 149 შემთხვევა გამოვლინდა
ჰონგ კონგში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 149 შემთხვევა გამოვლინდა

ჰონგ კონგში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

კერძოდ, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 149 შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაციას „სიენენი“ ჰონგ კონგის ჯანდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ახალი შემთხვევებიდან 145 შიდა გადაცემას უკავშირდება, მათ შორის 61-ის ინფიცირების წყარო უცნობია.

უკვე მეცხრე დღეა, ჰონგ კონგში ყოველდღიურად ვირუსის 100-ზე მეტი შემთხვევა დასტურდება.

დღემდე ჰონ კონგში „კოვიდ-19“-ის 3 152 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გარდაცვლილია 24 ადამიანი.

დატოვე კომენტარი