ჰონგ-კონგში აქციებს მოსწავლეები და სტუდენტები შეუერთდნენ
ჰონგ-კონგში აქციებს მოსწავლეები და სტუდენტები შეუერთდნენ

ჰონგ-კონგში დემოკრატიული ცვლილებების მოთხოვნით მიმდინარე აქციებს სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებმა ლექციებსა და გაკვეთილებს ბოიკოტი გამოუცხადეს. მომიტინგეები ჰონგ-კონგში მდებარე ჩინურ უნივერისტეტთან შეიკრიბნენ. აქტივისტების თქმით, ჰონგ-კონგის მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება და ისინი ამ მოვლენებში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას. აქციების გაიმართა რამდენიმე სკოლასთანაც, რომლებშიც სწავლა არ განახლდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს მოუწოდეს, სასწავლებლებში დაბრუნდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, სკოლებში აქციების ადგილი არ არის.

ჰონგ-კონგში აქციები ივნისის დასაწყისიდან გრძელდება. თავდაპირველად მომიტინგეები სადავო კანონს აპროტესტებდნენ, რომელის მიხედვითაც ჰონგ-კონგიდან მძიმე დანაშაულში ბრალდებულების ექსტრადირება ჩინეთში იქნებოდა შესაძლებელი. მოგვიანებით, აქციები ანტისამთავრობო მოძრაობაში გადაიზარდა.