ჰონგ კონგში აპრილის შემდეგ კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ყველა მათგანი იმპორტირებულია

11:49, 23.06.2020

ჰონგ კონგში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 30 შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების ყველა ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ეს აპრილის შემდეგ ჰონგ კონგში კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე მაღალი ყოველდღიური მაჩვენებელია.

ჰონგ კონგში სულ გამოვლენილია კორონავირუსის 1 161 შემთხვევა, გარადაცვლილია ექვსი ადამიანი.

მსგავსი