ჰონგ-კონგში ​მორიგი დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ 36 ადამიანი დააკავა
ჰონგ-კონგში ​მორიგი დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ 36 ადამიანი დააკავა

ჰონგ-კონგში ​აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ 36 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი დააკავა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ისმოდა სროლის ხმაც. ჰონგ-კონგის პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, რამდენიმე სამართალდამცველმა გაფრთხილების მიზნით ჰაერში გაისროლა.

ჰონკ-კონგში ანტისამთავრობო გამოსვლები უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. თავდაპირველად აქტივისტები ექსტრადიციის შესახებ სადავო კანონის გაუქმებას ითხოვდნენ. მთავრობამ კანონოპროექტი გამოიწვია, თუმცა აქციის მონაწილეები თვლიან, რომ ის სრულად უნდა გაუქმდეს. გარდა ამისა დემონსტრანტების მოთხოვნაა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებაში მხილებული პოლიცილების დასჯა და ჰონგ-კონგის მთავრობის გადადგომა.