ჰონკონგში ​აქციების მონაწილეებსა და პოლიციას შორის მორიგი შეტაკება მოხდა

14:21, 12.11.2019

ჰონკონგში ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებსა და პოლიციას შორის მორიგი შეტაკება მოხდა.

დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც მიტინგის მონაწილე ახალგაზრდებმა საავტომობილო გზების გადაკეტვა სცადეს. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი აირი გამოიყენა. საპასუხოდ, დემონსტრანტებმა პოლიციელებს სხვადასხვა საგანი დაუშინეს.

დაკავებულია ათობით მომიტინგე. შეტაკების დროს დემონსტრანტებმა ავტომობილს, რომელსაც ბარიკადად იყენებდნენ, ცეცხლი წაუკიდეს.

შეგახსენებთ, რომ ჰონკონგში აქციები გუშინაც შეტაკებით დასრულდა. პოლიციამ 260 მომიტინგე დააკავა.

ჰონკონგში საპროტესტო აქციები ივნისიდან არ წყდება. დემონსტრანტები ჩინეთის მთავრობას ჰონკონგის უფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებენ და ხელისუფლებისგან დემოკრატიული რეფორმების გატარებას ითხოვენ.

მსგავსი