ჰონგ-კონგის პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირებისას რამდენიმე დეპუტატი დაშავდა
ჰონგ-კონგის პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირებისას რამდენიმე დეპუტატი დაშავდა

ჰონგ-კონგის პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირებისას რამდენიმე დეპუტატი დაშავდა. ერთი სამედიცინო ცენტრში გადაყვანაც გახდა საჭირო.

„ბიბისის“ ცნობით, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დარბაზში ჟურნალისტები შევიდნენ.

კანონმდებლები რეპორტიორებისთვის კომენტარის მიცემაში ერთმანეთს ეცილებოდნენ, რა დროსაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, ჰონგ-კონგის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ფიზიკური დაპირისპირება ახალი კანონის განხილვის დროს მოხდა. რომელიც ეჭვმიტანილს უფლებას მისცემს მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ჰონგ-კონგის ნაცვლად ჩინეთში გაიმართოს. კანონის მოწინააღმდეგე კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ ეჭვმიტანილის ჩინეთში ექსტრადირება ჰონგ-კონგის თავისუფლებას საფრთხეს შეუქმნის.