ჰონგ-კონგის ლიდერი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს გადადგომის უფლებას ჩინეთის მთავრობა არ აძლევს
ჰონგ-კონგის ლიდერი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს გადადგომის უფლებას ჩინეთის მთავრობა არ აძლევს

ჰონგ-კონგის ლიდერი კერი ლამი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გადადგომის უფლებას ჩინეთის მთავრობა არ აძლევს.

სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა ჰონგ-კონგის ლიდერის აუდიოჩანაწერი, სადაც ის ამბობდა, რომ შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, თანამდებობას დღესვე დატოვებდა. ჰონგ-კონგის ლიდერის საუბარი, ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს არის ჩაწერილი, სადაც მან თქვა, რომ „სხვა არჩევანი“ არ აქვს.

„იმედგაცრუებული და გაოცებული ვარ იმის გამო, რომ ის რაც დახურულ შეხვედრაზე ვთქვი, ინტერნეტით, შემდეგ კი, ტელევიზიების საშუალებით გავრცელდა“, – განაცხდა კერი ლამმა.

ჰონგ-კონგის ლიდერი აცხადებს, რომ ჩინეთის ცენტრალური მთავრობისთვის საკუთარი გადაწყვეტილებები არასდროს შეუთანხმებია, მათ შორის, არც თანამდებობაზე დარჩენის ან გადადგმის საკითხი.