ჰონგ-კონგის ლიდერი – საზოგადოებასთან კომუნიკაციით ქაოტური სიტუაცია უნდა დავასრულოთ

14:36, 27.08.2019
Hong Kong Chief Executive Carrie Lam arrives to speak at a press conference at the government headquarters in Hong Kong on June 18, 2019. - Lam apologised on June 18 for the political unrest sparked by a proposed Beijing-backed law that would have allowed extraditions to mainland China. (Photo by Anthony WALLACE / AFP)ANTHONY WALLACE/AFP/Getty Images

პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის ბოლოს მომხდარი დაპირისპირებების შემდეგ ჰონგ-კონგის ლიდერი კერი ლამი ჟურნალისტებთან პირველად გამოჩნდა.

კერი ლამის თქმით, აქციები უფრო სერიოზული ხდება, თუმცა მთავრობა დარწმუნებულია, რომ ის კრიზისს თავს გაართმევს.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ საზოგადოების შერიგებისთვის. საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან კომუნიკაციით გვსურს, დავასრულოთ ეს ქაოტური სიტუაცია, რაც ახლა ჰონგ-კონგშია“, – განაცხადა კერი ლამმა.

ჰონკ-კონგში ანტისამთავრობო გამოსვლები უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. თავდაპირველად აქტივისტები ექსტრადიციის შესახებ სადავო კანონის გაუქმებას ითხოვდნენ. მთავრობამ კანონპროექტი გაიწვია, თუმცა აქციის მონაწილეები თვლიან, რომ ის სრულად უნდა გაუქმდეს. გარდა ამისა დემონსტრანტების მოთხოვნაა, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებაში მხილებული პოლიცილების დასჯა და ჰონგ-კონგის მთავრობის გადადგომა.

მსგავსი