ჰონკონგის დემონსტრაციების ერთ-ერთი ლიდერი ანგელა მერკელს დახმარებას სთხოვს
ჰონკონგის დემონსტრაციების ერთ-ერთი ლიდერი ანგელა მერკელს დახმარებას სთხოვს

ჰონკონგის დემონსტრაციების ერთ-ერთი ლიდერი ანგელა მერკელს დახმარებას სთხოვს. ჯოშუა ვონგმა გერმანიის კანცლერს ღია წერილიით მიმართა, რომელიც გერმანულმა გამოცემა „ბილდმა“ (Bild) გამოაქვეყნა.

როგორც ცნობილია, ანგელა მერკელი ჩინეთში 5-7 სექტემბერს ოფიციალურ ვიზიტს გეგმავს. სწორედ ამ ვიზიტის დროს აქტივისტმა პოლიტიკოსს შეხვედრა სთხოვა და ჰონკონგში ვითარების ესკალაციის შესახებ გააფრთხილა.

„ჩვენ დიქტატორული რეჟიმი გვეწინააღმდეგება, რომელიც თავისუფლებას არ უშვებს და სულ უფრო ძალადობრივ ქმედებებს მიმართავს. ასე რომ, ტიანანმენის მოედანზე მასობრივი მკვლელობის გამეორების ტენდენცია არსებობს“, – განაცხადა ჰონკონგელმა აქტივისტმა ანგელა მერკელისთვის მიწერილ ღია წერილში.

1989 წელს ჰონკონგში ტიანანმენის მოედანზე დემოკრატიული აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს. დარბევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი დღემდე უცნობია. სხვადასხვა მონაცემით, დაღუპულთა რიცხვი რამდენიმე ასეულიდან ათასამდე მერყეობს.

ჰონკონგში მასშტაბური დემონსტრაციები უკვე სამი თვეა მიმდინარეობს. თავდაპირველად აქტივისტები ექსტრადირების შესახებ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებდნენ, რომლის საშუალებითაც დამნაშავის ჰონკონგში გასამართლება იქნებოდა შესაძლებელი. დემონსტრაციების დაწყებიდან მალევე აღნიშნული ინიციატივა ხელისუფლებამ უკან გაიწვია. თუმცა ჰონკონგში მასშტაბური აქციები მაინც გაგრძელდა. ახლა აქტივისტები ჰონკონგის ლიდერის გადაყენებას ითხოვენ.