ჰონგ-კონგის აეროპორტში მიმდინარე დემონსტრაციების გამო ფრენები დროებით შეჩერდა
ჰონგ-კონგის აეროპორტში მიმდინარე დემონსტრაციების გამო ფრენები დროებით შეჩერდა

ჰონგ-კონგის აეროპორტში მიმდინარე დემონსტრაციების გამო ფრენები დროებით შეჩერდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ფრენების რეგისტრაციის გავლის სერვისმა მუშაობა დროებით შეწყვიტა.

ჰონგ-კონგის აეროპორტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული აეროპორტია.

მიმდინარე დემონსტრაციების გამო, აეროპორტმა რამდენიმე საათით მუშაობა 12 აგვისტოს შეაჩერა.

ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტში დემონსტრაცია უკვე მეხუთე დღეა, მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს აპროტესტებენ და ჰონგ-კონგის მეთაურის გადადგომას ითხოვენ. აქციების ჰონგ-კონგში უკვე ორი თვეა, არ წყდება.