ჰონგ-კონგის აეროპორტისკენ მიმავალი მატარებლების მოძრაობა ბლოკირებულია
ჰონგ-კონგის აეროპორტისკენ მიმავალი მატარებლების მოძრაობა ბლოკირებულია

ჰონგ-კონგის აეროპორტისკენ მიმავალი მატარებლების მოძრაობა ბლოკირებულია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აეროპორტში ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. მომიტინგეები ჰონგ-კონგში დემოკრატიული რეფორმების გატარებას ითხოვენ.

აქციების გამო, თვითმფრინავის მგზავრებს ჰონგ-კონგის აეროპორტში მისვლას გაფრენამდე ორი საათით ადრე ურჩევენ.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოსადგომი დროებით დაკეტილი იყო. იქ მობილიზებულები არიან პოლიცილები, რომლებმაც კორდონი შექმნეს და მგზავრებს მომიტინგეებთან არ უშვებენ.

საპასუხოდ დემონსრანტებმა ბარიკადები ააგეს და ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებენ.