ჰონგ კონგი ტურისტებისთვის შეზღუდვებს სამი თვით ახანგრძლივებს
ჰონგ კონგი ტურისტებისთვის შეზღუდვებს სამი თვით ახანგრძლივებს

ჰონგ კონგი უცხოელი ტურისტებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს კიდევ სამი თვით ახანგრძლივებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, კიდევ სამი თვის განმავლობაში, ჰონგ კონგში ჩასული უცხოელი ტურისტები ვალდებული იქნებიან, 14 დღიანი კარანტინი გაიარონ.

ასევე, კიდევ ორი კვირით გახანგრძლივდა რვა ადამიანზე მეტის შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ჰონგ კონგში „კოვიდ-19“-ის 1 088 შემთხვევა არის დაფიქსირებული, დაღუპულია ოთხი ადამიანი, 1037 კი, გამოჯანმრთელდა.