ჰონგკონგელ მედიამაგნატს, მილიარდერ ჯიმი ლაის 20-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

10:33, 09.02.2026

ჰონგკონგელ მედიამაგნატს, მილიარდერ ჯიმი ლაის 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ჯიმი ლაის ბრალად ედება უცხოურ ძალებთან შეთქმულება.

როგორც მედია წერს, ლაი ჩინეთის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსი იყო და ხშირად პროტესტის იარაღად თავის გაზეთს, Apple Daily-ს იყენებდა.

ჯიმი ლაი ყოველთვის უარყოფდა მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს და აცახდებდა, რომ ის ისეთ ღირებულებებს იცავდა, როგორებიცაა კანონის უზენაესობა და სიტყვის თავისუფლება.

ლაისთან ერთად პატიმრობა მიუსაჯეს Apple Daily-ს ექვს ყოფილ დირექტორს. მათ ექვსიდან ათ წლამდე პატიმრობა შეუფარდეს.

Apple Daily 1995 წელს ჯიმი ლაიმ დაარსა. გაზეთი ცნობილი იყო პროდემოკრატიული პოზიციითა და ჩინეთის მთავრობის კრიტიკით.

მსგავსი