ჰონდურასის ციხეში არეულობის დროს 18 პატიმარი დაიღუპა
ჰონდურასის ციხეში არეულობის დროს 18 პატიმარი დაიღუპა

ჰონდურასის ციხეში არეულობის დროს 18 პატიმარი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ინციდენტი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ თელაში მოხდა. როგორც ცნობილია, ორ ერთმანეთთან დაპირისპირებულ კარტელს შორის შეტაკებაში ციხეში მცხოვრები ყველა პატიმარი ჩაერთო.

რამდენიმე დღის წინ ცენტრალური ამერიკის ქვეყნის ხელისუფლებამ სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული რთული ვითარების გამო, ამ კუთხით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ჰონდურასის ციხეებში ერთ-ერთი პრობლემა, პატიმრების გადაჭარბებული რაოდენობაა.

საერთო ჯამში, ლათინური ამერიკის ქვეყანაში 20-ზე მეტი პატიმარია. ქვეყნის მასშტაბით არსებული ციხეები კი საერთო ჯამში მხოლოდ რვა ათას პატიმარს იტევს.

ამასთან ერთად, ციხეებში დაპირისპირებულ კრიმინალურ კარტელებს შორის შეტაკებები ხშირად ხდება, რაც ხშირად დიდი მსხვერპლით სრულდება.