ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს „თბილისი პრაიდი“ ონლაინკონფერენციით აღნიშნავს
ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს „თბილისი პრაიდი“ ონლაინკონფერენციით აღნიშნავს

ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს „თბილისი პრაიდი“ ონლაინკონფერენციით აღნიშნავს. ორგანიზატორები თბილისსა და ბათუმში იმყოფებიან.

ბათუმში, ერთ-ერთ კორპუსზე მათ უკვე გადმოფინეს ლგბტ დროშა. იგივე მოხდება თბილისშიც.

გარდა ამისა, ქვიარ თემის წარმომადგენლებს დაურიგდებათ პირბადეები​ ცისარტყელის ფერებში.

„დიდი იმედი მაქვს, რომ წლევანდელი 17 მაისი ჩაივლის უსაფრთხოდ და მშვიდად. იმედი გვაქვს, საშუალება გვექნება, ქვიარ თემის პრობლემები გავაჟღეროთ და წინ წამოვწიოთ. ეს ადამიანები უდიდეს პრობლემებს აწყდებიან ყოველთვის და ასევე, პანდემიის პირობებშიც. წელს არ შეგვიძლია, რომ რეალურ სივრცეში შევიკრიბოთ, ვითვალისწინებთ ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებს და შევეცდებით, ონლაინრეჟიმში დავაფიქსიროთ მნიშვნელოვანი მესიჯები. პირველად იქნებიან ჩართული ამ ღონისძიებაში მთავრობის წარმომადგენლები, ავტორიტეტული საერთაშორისო მომხსენებლები და ასევე, რა თქმა უნდა ქვიარ თემის აქტივისტები“, – განაცხადა „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენელმა, ანა სუბელიანმა.

დატოვე კომენტარი