Homeland-ის ახალი ტრეილერი - მეშვიდე სეზონი ეკრანებზე 11 თებერვალს გამოვა
Homeland-ის ახალი ტრეილერი - მეშვიდე სეზონი ეკრანებზე 11 თებერვალს გამოვა

პოპულარული ამერიკული სერიალის „სამშობლოს” მეშვიდე სეზონი ეკრანებზე 2018 წლის 11 თებერვალს გამოდის, მანამდე კი, Showtime სერიალის ახალი სეზონის ტრეილერს ავრცელებს.

“ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გადაღებები ვირჯინიაში დავიწყეთ, ქალაქები და ხალხი აუცილებლად უზრუნველყოფს ჩვენი ისტორიისთვის შესანიშნავ ფონს”, – ამბობს სერიალის პროდიუსერი ალექს განზა.

​ტრეილერიდან ვიგებთ, რომ სერიალის მთავარი გმირი კვლავ ქერი მეტისონია, რომლის როლსაც „ემმისა“ და „ოქროს გლობუსის“ მრავალგზის გამარჯვებული ქლერ დეინსი ასრულებს.

​სერიალის ძირთად სამსახიობო გუნდს, მეშვიდე სეზონში კოსტა რონინი, მორგან სპექტორი, სინდრინ ჰოლტი და დილან ბეიკერი უერთდებიან.

ახალი სეზონის ტრეილერი:

 

დატოვე კომენტარი