ჰოლივუდის მსახიობები სცენარისტების გაფიცვას შეუერთდნენ
ჰოლივუდის მსახიობები სცენარისტების გაფიცვას შეუერთდნენ

ჰოლივუდის მსახიობები კინოსა და ტელევიზიის სცენარისტების გაფიცვას შეუერთდნენ მას შემდეგ, რაც ანაზღაურების გაზრდის შესახებ მოლაპარაკებები ჩაიშალა.

კინომსახიობთა გაერთიანება (SAG) შეუერთდა ამერიკის მწერალთა გილდიას (WGA) საბაზისო ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით. ისინი ასევე ითხოვენ გარანტიებს, რომ მათ სამუშაოებს ხელოვნური ინტელექტი არ ჩაანაცვლებს.

მსახიობები შიშობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შესაძლებელი გახდება მათი ხმებისა და სახეების ჩანაცვლება.

გაერთიანება SAG-ი მოიცავს 160 000 კინო და სატელევიზიო წევრს, რაც მას ჰოლივუდში უმსხვილესს ხდის.

მედიის ცნობით, აღნიშნული გაფიცვები, სავარაუდოდ, დიდ დარტყმას მიაყენებს ინდუსტრიას, გამოიწვევს მრავალი წარმოების შეჩერებას შეერთებულ შტატებსა და მის ფარგლებს გარეთ.