ჰოლივუდი ნიკოლ კიდმანს საპატიო ჯილდოს გადასცემს
ჰოლივუდი ნიკოლ კიდმანს საპატიო ჯილდოს გადასცემს

ნიკოლ კიდმანს ჰოლივუდის კინოინსტიტუტი კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ჯილდოს გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ variety ავრცელებს.

ოსკაროსანი მსახიობის დაჯილდოების ცერემონიას ბევერლი ჰილტონი უმასპინძლებს. საზეიმო ცერემონია ოთხ ნოემბერს გაიმართება და სხვა ვარსკვლავებთან ერთად მერილ სტრიპი, რიზ უიზერსპუნი, ლორა დერნი, ჯულია რობერტსი და ბრედ პიტი დაესწრებიან.