ჰოლიფილდმა მსოფლიოს საუკეთესო მძიმეწონოსანი დაასახელა
ჰოლიფილდმა მსოფლიოს საუკეთესო მძიმეწონოსანი დაასახელა

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა ევანდერ ჰოლიფილდმა განაცხადა, რომ „ვი-ბი-სი“-ს (WBC) ტიტულის ამჟამინდელი მფლობელი დეონტეი უაილდერი (40-0-1, 39KO) დღეისთვის საუკეთესო მძიმეწონოსანია მსოფლიოში.

„ვფიქრობ, მძიმე წონაში ბევრი კარგი მოკრივეა. თუ ერთის გამოყოფაა საჭირო, მაშინ, ვფიქრობ, საუკეთესო უაილდერია, მიუხედავად იმისა, რომ მან ვერ დაამარცხა ფიური. როცა მეტოქეს ნოკდაუნში უშვებ და ის უმოძრაოდ წევს ოთხი წამი რინგზე, ჩვეულებრივ, ასეთ ბრძოლებს აჩერებენ. მსაჯები არც კი ელოდებიან, რომ მოკრივე წამოდგება.

ამიტომაც მიმაჩნია, რომ საუკეთესოა დეონტეი, არადა, საბრძოლო თვისებების ერთობლიობით, ასეთად შეიძლება ენტონი ჯოშუა დავასახელოთ. მაგრამ ის არავისთან ჩხუბობს. ხოლო, თუ არავის ხვდები რინგზე, შენი თვისებებიც აზრს კარგავს.

უაილდერს აქვს შანსი, დაამარცხოს დივიზიონში ყველა მოკრივე, რადგან უძლიერესი დარტყმა აქვს და სწრაფია. უაილდერი ყოველ ბრძოლაში სულ უფრო უკეთესი ხდება“, – მოჰყავს ჰოლიფილდის სიტყვები „ბოქსინგსინს“ (BoxingScene).