ნიდერლანდების ელჩი - ჩვენს ქვეყანაში ჩაატარებდნენ ღრმა გამოძიებას, ვინ წამოიწყო ძალადობა და ამის საფუძველზე გადაწყვეტდა მთავრობა, რა პასუხისმგებლობა დაეკისრებოდათ მათ ან მინისტრს
ნიდერლანდების ელჩი - ჩვენს ქვეყანაში ჩაატარებდნენ ღრმა გამოძიებას, ვინ წამოიწყო ძალადობა და ამის საფუძველზე გადაწყვეტდა მთავრობა, რა პასუხისმგებლობა დაეკისრებოდათ მათ ან მინისტრს

აუცილებლად უნდა მოხდეს 20 ივნისის მოვლენების გამოძიება და შემდეგ დადგინდეს დამნაშავე, – ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა იოჰანეს დუმამ განაცხადა.

კითხვაზე, უნდა გადადგეს თუ არა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, იოჰანეს დუმამ განაცხადა, მის ქვეყანაში ასეთი საკითხები კომპლექსური გამოძიების შემდეგ წყდება.

„ეს არის კომპლექსური კითხვა და რამდენიმე საკითხისგან შედგება. პირველ რიგში, ეს არის კოლექტიური პასუხისმგებლობა, თუ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, სად იყო მთავრობა, სად იყო მინისტრი, როგორ იყო იქ მყოფი ხალხი. ჩვენთან, ჰოლანდიაში ჩაატარებდნენ ძალიან ღრმა გამოძიებას, ვინ წამოიწყო ძალადობა და შემდეგ, ამ გამოძიების საფუძველზე გადაწყვეტდა მთავრობა, რა სახის პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა მათ ან მინისტრს“, – განაცხადა იოჰანეს დუმამ.

ნიდერლანდების ელჩის თქმით, ის ვერ გასცემს პასუხს კითხვას, უნდა გადადგეს თუ არა გიორგი გახარია.

„კვლევა უნდა გაგრძელდეს. ვიღაც არის პასუხისმგებელი და ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ამას უნდა გამოკვლევა. შეიძლება, ერთ საათში გაკეთდეს ეს, შეიძლება, ერთ კვირაში, მაგრამ აუცილებლად უნდა მოხდეს გამოძიება და შემდეგ დადგინდეს დამნაშავე“, – განაცხადა იოჰანეს დუმამ.