ჰოლანდიის ჩემპიონატის 22-ე ტურის საკვირაო მატჩები უამინდობის გამო გადაიდო, – იუწყება ლიგის ოფიციალური ვებგვერდი.
გადაიდო „უტრეხტი“ – „აიაქსი“, „სპარტა“ – „დენ ჰააგი“, „ემენი“ – „ტვენტე“ და A3 – „ფეინოორდის“ შეხვედრები.
შეხვედრების გადადების გადაწყვეტილება შტორმ „კიარას“ გამო მიიღეს და ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ჰოლანდიის ჩემპიონატის 22-ე ტურის დროებით გაუქმებული მატჩები.