ჰოლანდიის აეროპორტში ცრუ განგაშის გამო, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა

11:02, 10.07.2018

ჰოლანდიის ეინდჰოვენის აეროპორტში ცრუ განგაშის გამო, თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.

ავიაკომპანია Ryanair-ის რეისზე, რომელიც ედინბურგში უნდა გამგზავრებულიყო, წერილი აღმოაჩინეს, რომელიც ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ იუწყებოდა.

თვითმფრინავის დათვალიერების შემდეგ, სამართალდამცველებმა საფრთხის შემცველი ვერაფერი აღმოაჩინეს. ინციდენტის გამო, რამდენიმე რეისი ამსტერდამში გადამისამართდა.

მსგავსი