ჰოლანდიელი ფეხბურთელი ფერნანდო რიქსენი გარდაიცვალა

16:35, 18.09.2019

ყოფილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი ფერნანდო რიქსენი 43 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია რიქსენის ერთ-ერთი ყოფილი კლუბის, „გლაზგო რეინჯერსის“ პრესსამსახურმა გაავრცელა.

„რეინჯერსი“ ძალიან დამწუხრებულია ყოფილი ფეხბურთელის, ფერნანდო რიქსენის გარდაცვალების გამო, რომელიც ექვსი წელი ებრძოდა მძიმე სენს“, – დაწერა შოტლანდიურმა კლუბმა.

2013 წელს, რიქსენს დაუსვეს იშვიათი დიაგნოზი: გვერდითი ამიოთროპიული სკლეროზი (ლუ გერიგის ავადმყოფობა). ეს არის ცენტრალური ნერვული სისტემის უკურნებელი დაავადება. საშინელი ვერდიქტის მიუხედავად, რიქსენი ბოლო მომენტამდე ებრძოდა ავადმყოფობას და საჯარო ღონისძიებებსაც ესწრებოდა.

ფეხბურთელი კარიერას ჰოლანდიის „ფორტუნაში“ იწყებდა 1993 წელს, საიდანაც „ალკმაარში“ გადავიდა. 2000-06 წლებში ის „რეინჯერსის“ ღირსებას იცავდა. მისი შემდეგი კლუბი იყო სანკტ-პეტერბურგის „ზენიტი“. კარიერის ბოლოს კი ის „ფორტუნაში“ დაბრუნდა, სადაც სამი წელი გაატარა.

მსგავსი