ჰოლანდიაში მოტოციკლისა და მატარებლის შეჯახებისას ოთხი არასრულწლოვანი დაიღუპა
ჰოლანდიაში მოტოციკლისა და მატარებლის შეჯახებისას ოთხი არასრულწლოვანი დაიღუპა

ჰოლანდიაში სამგზავრო მატარებლისა და ორადგილიანი მოტოციკლის შეჯახების შედეგად, სულ მცირე ოთხი მცირეწლოვანი დაიღუპა, ორი ზრდასრული პირი კი დაშავდა. Reuters-ის ცნობით, ინციდენტი ჩრდილოეთ ბრაბანტის პროვინციაში მდებარე ქალაქ ოსსში, გერმანიის საზღვართან ახლოს მოხდა.

მატარებელი ორადგილიან მოტოციკლს სარკინიგზო მაგისტრალისა და საავტომობილო გზის გადაკვეთაზე დაეჯახა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოეპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ქალაქ ოსსის პოლიციის ინფორმაციით, მსხვერპლის რიცხვი შესალოა კიდევ გაიზარდოს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჰოლანდიის პროვინციაში ორადგილიანი მოტოციკლი საკმაოდ პოპულარულია. აღნიშნულ ტრანსპორტს მშობლები მცირეწლოვან შვილებთან ერთად სამგზავროდ იყენებენ.