ჰოკეის ლეგენდა ოლიმპიადაზე არ წაიყვანეს
ჰოკეის ლეგენდა ოლიმპიადაზე არ წაიყვანეს

ლეგენდარული ბიატლონისტის, ნორვეგიელი ოლე-ეინარ ბიორნდალენის გარდა, პიონჩანგის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადას კიდევ ერთი ლეგენდა გამოტოვებს.

ჩეხი ჰოკეისტი, “კალგარის” ფორვარდი იარომირ იაგრი ​ჩეხეთის ოლიმპიური ნაკრების საბოლოო განაცხადში ვერ მოხვდა. ასე რომ 45 წლის ფორვარდი, რომელიც “კალგარის” უახლოეს პერიოდში დატოვებს, თავის მეექვსე ოლიმპიადაზე გამოსვლას ვერ შეძლებს.

ჩეხეთის ნაკრების საბოლოო განაცხადში 25 მოთამაშეა. ყველაზე მეტი წარმომადგენლობა აქვს KHL-ს – 15 მოთამაშე, ჩეხეთის ლიგას – შვიდი და შვეიცარიის ლიგას – სამი.

გუნდში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა NHL-ის ყოფილი წევრი, 36 წლის ფორვარდი მარტინ ერატი.