ჰოკეის გუნდი „დინამო“ არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიგაში იასპარეზებს
ჰოკეის გუნდი „დინამო“ არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიგაში იასპარეზებს

ახლად შექმნილი ყინულის ჰოკეის გუნდი თბილისის „დინამო“ არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიგაში იასპარეზებს.

შესაბამის კონტრაქტს ხელი დღეს მოეწერა. ხელშეკრულება საქართველოს მხრიდან „დინამოს“ პრეზიდენტმა და მთავარმა მწვრთნელმა, როლანდ სვანიძემ გააფორმა. არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან კი, ლიგის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ბუდრუნმა.

თბილისის „დინამო“ ძირითადად საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული. კლუბი ლიგაში ასპარეზობას 2019-2020 წლების სეზონიდან დაიწყებს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ჰოკეის ლიგაში ცვლილებები განხორციელდა. მასში მონაწილეობას ამიერიდან სხვადასხვა ქვეყნის კლუბები მიიღებენ. მიმდინარე სეზონზე ლიგაში ექვსი გუნდია – სამი  დუბაიდან, ორი აბუ-დაბიდან და ერთი ალ-აინიდან.