ჰოკეის ეროვნული ლიგა რეგულარული სეზონის გაუქმებაზე ფიქრობს
ჰოკეის ეროვნული ლიგა რეგულარული სეზონის გაუქმებაზე ფიქრობს

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ, შესაძლოა, გააუქმოს ან გადადოს 2019-20 წლების რეგულარული სეზონის დარჩენილი მატჩები.

ფინური სააგენტო Ilta Sanomat-ის ინფორმაციით, ლიგის ხელმძღვანელობამ უკვე მიმართა კლუბებს თხოვნით – საკუთარი აზრი გამოხატონ იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც საჭიროა გადაიდგას კორონავირუსისგან ჰოკეისტებისა და გულშემატკივრების დასაცავად.

გარკვეული ზომები უკვე მიღებულია. მაგალითად, ჟურნალისტებს არ ექნებათ გასახდელებში შესვლის უფლება.

ასევე ცნობილი გახდა, რომ „სან ხოსე“ რეგულარული ჩემპიონატის ბოლომდე მაყურებლების გარეშე ითამაშებს, რადგან ქალაქში კორონავირუსით დაღუპვის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

NHL-ის რეგულარული ჩემპიონატის დასრულება 4 აპრილს იგეგმება.