ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციიის საბჭოში მოსამართლეების შესარჩევი კონკურსი არაერთ კითხვას აჩენს
ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციიის საბჭოში მოსამართლეების შესარჩევი კონკურსი არაერთ კითხვას აჩენს

კონკურსი აჩენს არაერთ კითხვას, რომელთაგანაც მთავარია,  თუ როგორ გადაინაწილებენ როლებს სასამართლო სისტემაში საბჭოს წევრები და სხვა გავლენიანი მოსამართლეები , -ასე აფასებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციიის საბჭოში მიმდინარე მოსამართლეების შესარჩევ კონკურს.

მისი თქმით, საეჭვოა, რატომ მონაწილეობენ კონკურსში საბჭოს მოქმედი წევრები, რომელთა ნაწილი ამავდროულად მაღალ თანამდებობას იკავებს, ასევე უვადოდ გამწესებული მოსამართლეები.

ჯანეზაშვილის მოსაზრებით, კითხვის ნიშნებს აჩენს საბჭოს კიდევ ერთი მოქმედი წევრის, ირაკლი ბონდარენკოს გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადასვლასთან დაკავშირებით. ამ პროცესს საბჭოს არამოსამართლე წევრი უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების ახალ წესს უკავშირებს და არ გამორიცხავს, რომ ირაკლი ბონდარენკო თავის ადგილს კოლეგას, დიმიტრი გვრიტიშვილს უთმობს, რომელსაც სავარაუდოდ, უზენაეს სასამართლოში სურს გადასვლა.

„სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესს მე ვუკავშირებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამომავლო კონკურსს. მაგალითად, ირაკლი ბონდარენკოს სურს, სააპელაციო სასამართლოდან გადავიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. როგორც წესი, ყველას აქვს ხოლმე სურვილი, გადმოვიდეს დედაქალაქში და აქ იმუშაოს თუნდაც დატვირთულ რეჟიმში. რატომ სურს მას ქუთაისში გადასვლა,  გაუგებარია.  ჩნდება კითხვა, ხომ არ არის ეს წინასწარ დაგეგმილი, რათა გვრიტიშვილი გადმოვიდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში და მიიღოს კონკურსში მონაწილეობა. როდესაც კონკურსი დაიწყო, მე ვთქვი რომ ეს არის შიდა გადაადგილებისა და როლების გადანაწილების პროცესი სასამართლო სისტემაში”,- აცხადებს ჯანეზაშვილი.

შეგახსენებთ ახალი კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდება, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესში შედის ცვლილება.

უზენაესი სასამართლოს შემადგენლობას აკომპლექტებს იუსტიციის საბჭო, ასევე საბჭო წარუდგენს აღნიშნული შემადგენლობიდან თავმჯდომარის პოსტზე გასამწესებლად ერთ კანდიდატს პარლამენტს, ასევე საბჭო აღნიშნული შემადგენლობიდან  პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე გასამწესებლად ერთ კანდიდატს წარუდგენს.