ჰიზერ ნაუერტი - საქართველო შემოგვიერთდა და ერთი რუსი ჯაშუში ქვეყნიდან გააძევა
ჰიზერ ნაუერტი - საქართველო შემოგვიერთდა და ერთი რუსი ჯაშუში ქვეყნიდან გააძევა

განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს გადაწყვეტილება. ისინი შემოგვიერთდნენ და ერთი რუსი ჯაშუში ქვეყნიდან გააძევეს“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჰიზერ ნაუერტმა რუსეთის მიერ 60 ამერიკელი დიპლომატის გაძევების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მხრიდან ეს ნაბიჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ ის რუსეთის მეზობელი ქვეყანაა.

საქართველომ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა. საქართველოს დასატოვებლად რუს დიპლომატს შვიდდღიანი ვადა აქვს. საქართველოს საგარეო უწყების გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.