ჰიუსტონში უცნობი პირი მეჩეთის გადაწვას გეგმავდა
ჰიუსტონში უცნობი პირი მეჩეთის გადაწვას გეგმავდა

ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში უცნობმა პირმა მეჩეთის კარს დილის ლოცვის წინ, ადგილობრივი დროით 04:30-ზე ცეცხლი წაუკიდა. ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

ხანძრის გაჩენაში დამნაშავეე პოლიცია ამ წუთებში ეძებს. NBC-ის ცნობით, ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიწოდებისთვის, რომელიც გამოძიებას დაეხმარება, პოლიციამ ჯილდოდ 5000 დოლარი დააწესა. გამოძიება რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი დანაშაულის მუხლით მიმდინარეობს.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჰიუსტონში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მეჩეთზე თავდასხმა სცადეს.