ჰიუსტონში სერიული მკვლელი დააპატიმრეს
ჰიუსტონში სერიული მკვლელი დააპატიმრეს

აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში სამი ადამიანის განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. სავარაუდოდ, ის სერიული მკვლელია.

ქალაქის პოლიციის უფროსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 46 წლის ხოსე ჯილბერტო გონსალესს შესაძლოა, წარსულში, კერძოდ 2004-2007 წლებში არაერთი მკვლელობა ჰქონდეს ჩადენილი. პოლიცია ეჭვობს, რომ იმ პერიოდის განმავლობაში ტეხასში ერთნაირი ხელწერით ჩადენილი მკვლელობების ეპიზოდები სწორედ როდრიგესს უკავშირდება.

როდრიგესი ციხიდან 2017 წელს გაათავისუფლეს. მას 16 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის მცდელობის გამო, 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. სასჯელის მოხდის შემდეგ მან სამი ქალი მოკლა.