ჰიუსტონ „როკეტსის“ გამარჯვება კლივლენდ „კავალიერსთან“ ტურის ცენტრალურ მატჩში
ჰიუსტონ „როკეტსის“ გამარჯვება კლივლენდ „კავალიერსთან“ ტურის ცენტრალურ მატჩში

„ნბა“-ს რეგულარული სეზონის მორიგი ტურის შეხვედრებიდან, უდავოდ გამორჩეული, ჰიუსოტნის „ტოიოტა ცენტრში“ ჩატარებული მატჩი იყო, სადაც ადგილობრივმა „როკეტსმა“ კლივლენდ „კავალიერსს“ უმასპინძლა. საკუთარი კონფერენციების, ფავორიტების დაპრისპირება, უაღრესად საინტერესო გამოდგა. სტუმრებმა, ჯერ 18 ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს, ხოლო მეოთხე მეოთხედის შუა ნაწილში, მეტოქის 13 ქულიანი ჰანდიკაპიც გააბათილეს.

ყველაფერი, თამაშის ბოლო წამებზე გაირკვა. ჰიუსტონელებმა, ჯეიმს ჰარდენის და კლინტ კაპელას შესანიშნავი თამაშის წყალობით, 117-113 გაიმარჯვეს. ჰარდენმა თამაში, სამმაგი დუბლით დაასრულა. ჰიუსტონელების ლიდერმა, 35 ქულა, 13 შედეგიანი გადაცემა და 11 მოხსნა გააკეთა. კლივლენდს, კვლავ ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა. „მეფემ“ 33 ქულა და 7 ზუსტი გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

კავალიერსისთვის“ ეს მიმდინარე სეზონში, მე-7-ე წაგება აღმოჩნდა. ტაირონ ლიუს გუნდი, აღმოსავლეთ კონფერენციაში, მისთვის უჩვეულო, მე-10-ე ადგილს იკავებს. „როკეტსი“ დასავლეთში, გოლდენ სტეიტ „უორიორზთან“ ერთად პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებს.

გუშინ გამართული სხვა მატჩები ასე დასრულდა:
საკრამენტო-ფილადელფია 109-108
დენვერი-ოკლაჰომა 102-94
ტორონტო-ნიუ ორლეანსი 122-118
ვაშინგტონი-ლეიკერსი 111-95